სამედიცინო ტურიზმი

სამედიცინო ტურიზმი თბილისში

 

სამედიცინო ტურიზმი იგივე ჯანდაცვის ტურიზმი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოგზაურობას გულისხმობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამედიცინო ტურიზმის პოპულარობა აქტიურად იზრდება, რაც ჯანდაცვის გლობალიზაციისა და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების მოძიებითაა განპირობებული. როგორც წესი, პაციენტი მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, რათა მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც მის ქვეყანაში ნაკლებად ხელმისაწვდომია ან მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. 

 

 

 

პირველ რიგში, სამედიცინო ტურიზმი აუმჯობესებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ამცირებს უთანასწორობას მსოფლიო მოსახლეობისათვის. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, დაძლიონ საკუთარი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეზღუდვები და მიიღონ საჭირო სამედიცინო დახმარება უფრო ხელსაყრელ პირობებში. ამგვარად, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობის დონის ამაღლებას.

 

სამედიცინო ტურიზმის ძირითადი მიმართულებები 

 

პლასტიკური ქირურგია სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეგმენტია. ბევრი ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ სახის და სხეულის კორექციის, ესთეტიკური ოპერაციების ჩასატარებლად. 

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემებია. შესაბამისად, კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. თოდუას კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური განყოფილება და პროფესიონალი ექიმები ჩამოსულ პაციენტებს გართულებების მოგვარების შესაძლებლობას აძლევენ.

 

ონკოლოგიური დაავადებები კი თანამედროვე საზოგადოებების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. თოდუას კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაზე გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები. შესაბამისად, სამედიცინო ტურიზმის წყალობით ონკოპაციენტებს სერვისის მიღებისა და დროული ჩარევის შესაძლებლობა აქვთ. 

 

ამასთანავე, სულ უფრო და უფრო მეტი წყვილი მიმართავს სამედიცინო ტურიზმს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უნაყოფობით პრობლემებით. შესაბამისად, ჯანდაცვის ტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. 

 

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ტურიზმის ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები ურთიერთდაკავშირებულია და ხშირად გადაიკვეთება კიდეც. მაგალითად, გულის დაავადების მქონე პაციენტს შეიძლება ესაჭიროებოდეს როგორც კარდიოქირურგიული ჩარევა, ისე რეპროდუქციული მომსახურება. ასევე, ონკოპაციენტებისთვის აქტუალურია როგორც უშუალოდ სიმსივნის მკურნალობა, ისე პლასტიკური ქირურგიის საშუალებით სხეულის რეაბილიტაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება ასახავს მედიცინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესს, ასევე თანამედროვე საზოგადოების ზრდად მოთხოვნას ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

 

რას მოიცავს სამედიცინო ტურიზმი?

 

დეპარტამენტი მოიცავს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას, რაც გულისხმობს:

  • საჰაერო და სახმელეთო მგზავრობის დაგეგმვასა და უზრუნველყოფას
  • სასტუმროში განთავსებას (რომელთა შერჩევა მოხდება მომხმარებლის სურვილისამებრ)
  • სატრანპორტო მომსახურებას
  • აეროპორტში ან სურვილსამებრ საზღვარზე დახვედრას და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფას

 

პაციენტი განთავსდება მისთვის გამოყოფილ VIP სივრცეში, სადაც ჩაუტარდება ექიმის კონსულტაცია. სერვისი ასევე ითვალისწინებს პაციენტის კვებით უზრუნველყოფას.

 

პაციენტს ეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 24/7 განმავლობაში.

 

რა შედის მომსახურებაში?

 

  • ვიზიტის დაგეგმვა
  • მომსახურების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა
  • ბიუროკრატიული კოორდინირება
  • თქვენთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, მომზადება.

 

თარჯიმანის სერვისი

 

პაციენტებს ვთავაზობთ  კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტაციის თარგმნას და საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებას მათთვის სასურველ ენაზე.

 

თოდუას კლინიკისათვის სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა და ჩამოსული პაციენტებისათვის ხარისხიანი სერვისის შეთავაზება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მაღალპროფესიონალურ მომსახურებას გთავაზობთ, რაც სამედიცინოს სფეროს თითქმის სრულ სპექტრს მოიცავს.

გაზიარება